ფეხბურთი

16:24 | 10.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფედერიკო კიეზასთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა

ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი ფედერიკო კიეზა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. იტალიელმა შემტევმა უმძიმესი ტრავმა "რომასთან" შეხვედრაში მიიღო.

24 წლის ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა, რომელმაც მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესების სერიოზული დაზიანება აჩვენა და ფეხბურთელს ოპერაცია უახლოეს დღეებში ჩაუტარდება. კიეზა მინიმუმ 6 თვე ითამაშებს, მოედანზე დაბრუნების ზუსტი პერიოდი კი სარეაბილიტაციო პერიოდის მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული.

იტალიელი ფეხბურთელი "იუვენტუსს" სეზონის ბოლომდე გამოაკლდა, გარდა ამისა, ის მარტში იტალიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრებშიც ვერ დაეხმარება. შესაბამისად, "ბიანკონერისა" და "სკუადრა აძურასთვის" ძალზე დიდი დანაკლისია.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზამ 2021-2022 წლების სეზონი ყველა ტურნირზე ჩატარებული 18 მატჩით, 4 გოლით და 4 საგოლე პასით დაასრულა.

0.11592