იტალიის სერია A-ში კოვიდრეგულაციები დაბრუნდა. როგორც Lega Calcio იტყობინება, 22-ე და 23-ე ტურის მატჩებზე მაყურებელთა მაქსიმალური რაოდენობა 5 000-ით განისაზღვრა.
გართულებული კოვიდსიტუაციის გამო იტალიელები იძულებული გახდნენ ეს ნაბიჯი გადაედგათ. თუმცა, დღეს გასამართ 21-ე ტურში ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს და მატჩებზე დასწრება კვლავინდებურად 50%-ს შეეძლება.
იტალიური მედიის ცნობით, სერია A-ს მესვეურები იმედოვნებენ, რომ 6 თებერვლიდან ისევ დაუბრუნდებიან 50%-იან ზღვარს.
შეგახსენებთ, სერია A-ს გასულ ტურში 10 მატჩიდან მხოლოდ 6 გაიმართა, დანარჩენი შეხვედრები კი კლუბებში ინფიცირების ბევრი შემთხვევების გამო გადაიდო.