ფეხბურთი

19:19 | 8.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთის ნაკრები შესაძლოა ფაბიო კანავარომ ჩაიბაროს

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფაბიო კანავარო შესაძლოა პოლონეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. Sky Sport-ის ცნობით, 48 წლის სპეციალისტმა ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

პოლონეთის ნაკრები ცოტა ხნის წინ პაულო სოუზამ დატოვა და მის შემცვლელს აქტიურად ეძებენ, კანავაროსთან მოლაპარაკებების დეტალები კი უცნობია. იტალიელ სპეციალისტს ევროპაში აქამდე არასდროს უმუშავია. ბოლოს ჩინური „გუანჯოუს“ თავკაცი იყო, რომელსაც 2014-2015 და 2017-2021 წლებში ავარჯიშებდა, ასევე იმუშავა ჩინური „ტიანჯინის“ მწვრთნელად და საუდის არაბეთში, „ალ ნასრისაც“ წვრთნიდა.

შეგახსენებთ, პოლონეთის ნაკრებს წინ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფი ელოდება, რომლის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრებს 24 მარტს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120187