ფეხბურთი

17:08 | 8.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძეს "გენტის" დატოვება უნდა, კლუბს მისი იჯარით გაშვება არ სურს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში „გენტის“ დატოვება სურს, მაგრამ კლუბი იჯარით მისი გაშვების წინააღდეგია.

ბელგიური მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, ჰეინ ვანჰაეზებრუკი ქართველ შემტევს პრაქტიკულად აღარ ენდობა და უფრო მეტიც, ვარჯიშებზე ბოლომდე არდახარჯვაშიც ადანაშაულებს, ბელგიური კლუბი წინააღმდეგია „ჩაკვე“ გუნდიდან ზამთარში იჯარით გაუშვას.

ჩაკვეტაძის მდგომარეობა „გენტში“ მართლაც რთულადაა, რადგან ბოლო ორ თვეში ერთხელ ითამაშა და განაცხადშიც მხოლოდ მაშინ მოხვდა, კონფერენს ლიგაზე, ტალინის „ფლორასთან“. მთლიანობაში გიორგის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 15 მატჩი, 1 გოლი და 5 საგოლე პასია.

0.116198