„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ „მილანის“ გაწვრთნა შეეძლო, მაგრამ უარი უთქვა და ძალიან ბედნიერია, რომ ასე მოიქცა.
„სამი წლის წინ „მილანის“ მწვრთნელობა შემომთავაზეს და სამი დღის განმავლობაში ვფიქრობდი, საბოლოოდ უარი ვთქვი. ახლა ბედნიერი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. როდესაც ვუყურებ რა მოხდა დღეს, ორმაგად კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო „მილანთან“ მატჩში მსაჯობით ძალიან უკმაყოფილო დარჩა და შეხვედრის შემდეგ, როგორც მსაჯთა ბრიგადა, ისე VAR-ი გააკრიტიკა.