საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ტრავმის შემდეგ დაბრუნებისთვის ემზადება და კლუბს სავარაუდოდ, თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. როგორც მან ავსტრიულ მედიას განუცხადა, მისი მოედანზე დაბრუნების დრო შორს არ არის.
„ამჟამად სიარული არ შემიძლია, მაგრამ ჩემი დაბრუნება შორს არ არის. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოუთმენლად ველოდები თამაშს“, - თქვა ოთარმა, რომელმაც კომენტარი შვილის დაბადებაზეც გააკეთა:
„მამა პირველად გავხდი და ჩემი პატარა ლივია დაიბადა. ავსტრიაში ჩემი მშობლებიც იყვნენ, მართლაც კარგი დღეები იყო“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, ოთარ კიტეიშვილმა ბოლოს 30 სექტემბერს, პსვ ეინდჰოვენთან ითამაშა და მას შემდეგ ტრავმირებულია. მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელს 14 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი და ოთხჯერაც საგოლე პასი მიითვალა.