ფეხბურთი

20:50 | 6.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერს" ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება

„მანჩესტერ იუნაიტედს“ 1 თებერვლიდან ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

ედ ვუდვორდი პოსტს დატოვებს და მას რიჩარდ არნოლდი შეცვლის.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ვემსახურო ამ დიდებულ კლუბსა და გულშემატკივრებს. მინდა, რომ ეს ნდობა ყველანაირად გავამართლო“, - ტქვა არნოლდმა.

შეგახსენებთ, ედ ვუდვორდი „მანჩესტერის“ მენეჯმენტში 2005 წლიდან მუშაობს, ხოლო 2012 წლიდან გენერალური დირექტორის პოსტი დაიკავა და რალფ რანგნიკიც კლუბში მან მიიყვანა.

0.117296