ფეხბურთი

18:48 | 5.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერში" ისევ ქაოსია: გუნდი ორად გაიყო, რამდენიმე ფეხბურთელს წასვლა უნდა

„მანჩესტერ იუნაიტედში“ რთული სიტუაციაა და ინგლისურ კლუბში სიტუაცია ვერც რალფ რანგნიკის მისვლამ დაალაგა.

Daily Mirror-ის ცნობით, „წითელი ეშმაკების“ გასახდელში დაძაბული ვითარებაა და რამდენიმე ფეხბურთელი გუნდის დატოვებას ითხოვს. ბრიტანული გამოცემის ცნობით, კლუბიდან წასვლის სურვილი 11 ფეხბურთელმა გამოხატა, მათ შორის არიან ჯესი ლინგარდი, დონი ვან დე ბეეკი, ერიკ ბაი და დინ ჰენდერსონი. Mirror-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ გასახდელში ატმოსფერო ნამდვილად ცუდია და სავარაუდოდ, გუნდს მომავალში დიდი პრობლემები ექნება.

გარდა ამისა, ბრიტანული მედია იტყობინება, რომ კრიშტიანუ რონალდუსა და გუნდის კაპიტან ჰარი მაგუაირს შორისაც დაძაბული ურთიერთობაა. როგორც ჩანს, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გუნდის თამაშითა და შედეგებით უკმაყოფილებას ვერ მალავს.

შეგახსენებთ, „მანჩესტერმა“ 2022 წელი წარუმატებლად დაიწყო და წლის პირველივე შეხვედრაში საკუთარ მოედანზე „ვულვზთან“ 0:1 დამარცხდა.

0.103736