ფეხბურთი

15:48 | 5.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე ბორდალასი: "მამარდაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს, ის გვჭირდება"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, კლუბი არ ფიქრობს, გიორგის იჯარით გასხვისებაზე და ის ძალიან კარგად მუშაობს.

„ის არის ბიჭი, რომელიც ზაფხულში შემოგვიერთა და დიდი სიურპრიზი იყო. ძალიან კარგად ითამაშა, ახალგაზრდაა და ბევრი უნდა იმუშაოს. მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, კარგად მუშაობს და არ ვფიქრობთ, იჯარით მის გაშებაზე. მას აქვს იგივე შანსები, რაც მის თანაგუნდელებს. ისეთ კლუბს, როგორიც „ვალენსიაა“, უნდა ჰყავდეს მინიმუმ სამი მეკარე“, - თქვა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა და ლა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა. გიორგიმ მანამდე თავი წინასასეზონო მატჩებში გამოიჩინა. „ღამურებმა“ ქართველ მეკარეს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე, ერთი წლის განახლების შესაძლებლობით გაუფორმეს.

0.110797