ფეხბურთი

16:15 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილმა "სლოვანში" შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

კიევის „დინამოს“ ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, რომ თითქოს ბრატისლავის „სლოვანი“ მის სანაცვლოდ უკრაინულ გუნდს 2 მილიონ ევროს სთავაზობს.

ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კიევის „დინამო“ მიიღებს.

„ბევრი საუბარია და ბევრი ვარიანტი შეიძლება იყოს. მაგრამ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩემს მომავალზე გადაწყვეტილებას კიევის “დინამოს” ხელმძღვანელობა მიიღებს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შვებულების შემდეგ კიევში ვბრუნდები და რა იქნება შემდეგ, უკვე იქ გავარკვევ.

„ჩერნომორეცი“? დიდი ხანი არ მქონდა ნათამაშები და ეს იყო ჩემი პირველი სტაბილური სეზონი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ მე არ მითქვამს, რომ იქ გავიხსენი და თავს შესანიშნავ ფორმაში ვგრძნობდი. დიდი ხანია არ მითამაშია, ამიტომ ფეხბურთის დონის სრულად დასაბრუნებლად მეტი დროა საჭირო. თუმცა, მიხარია, რომ „ჩერნომორეცში“ ვიყავი და იური მოროზთან ვმუშაობდი. ის დიდი მწვრთნელი და პიროვნებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პერიოდი ჩემთვის კარგი იყო“, - თქვა წიტაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველი ნახევარი გიორგი წიტაიშვილმა იჯარით „ჩერნომორეცში“ გაატარა და 13 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110804