ფეხბურთი

10:51 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელმა და ლუკაკუმ ისაუბრეს: ბელგიელი „ჩელსიდან“ არ წავა

ცნობილი გახდა „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელისა და ბელგიელი შემტევის, რომელუ ლუკაკუს საუბრის დეტალები, რომლებიც ფეხბურთელის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ პირველად დასხდნენ პირისპირ - გვამცნობს Sky Sport.

წყაროს ინფორმაციით, ლუკაკუ ნანობს ამ ინტერვიუს შესახებ. ტუხელთან საუბრის შემდეგ გადაწყდა ყველაფერი წარსულში დატოვონ და ინციდენტის შესახებ აღარ გაიხსენონ.

კიდევ, ლუკაკუს გუნდიდან წასვლაზე ლაპარაკი საერთოდ არ ყოფილა. ის „ჩელსიდან“ არ წავა არც ახლა და არც მომავალ ზაფხულს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ ლუკაკუმ იტალიელ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, სადაც „ინტერიდან“ წასვლის შესახებ საუბრობდა და ტუხელის ტაქტიკურ სქემას აკრიტიკებდა.

ამის შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა, ბელგიელი პრემიერლიგის 21-ე ტურის მატჩში „ლივერპულის“ წინააღმდეგ (2:2), გუნდის განაცხადში არ შეიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117485