ფეხბურთი

23:05 | 3.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" დანი ალვეში და ჟორდი ალბა დაუბრუნდნენ

"ბარსელონას" მცველები, ჟორდი ალბა და დანი ალვეში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ. ამის შესახებ "ბლაუგრანასის" პრესსამსახური იტყობინება.

დეკემბერში დადებითი პასუხის შემდეგ ორივე მოთამაშემ კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი ჩააბარა და ჩავის გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე განაახლეს.

უახლოეს მატჩში „ბარსელონა“ ესპანეთის თასის 1/16 ფინალში სტუმრად „ლინარესს“ დაუპირისპირდება. თამაში ოთხშაბათს, 5 იანვარს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118358