ფეხბურთი

22:07 | 3.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფილ ჯონსმა 708-დღიანი პაუზის შემდეგ ითამაშა

ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ვულვზს“ ეთამაშება და „წითელი ეშმაკების“ ძირითად შემადგენლობაში ფილ ჯონსი მოხვდა.

ეს უდაოდ აღსანიშნავი ფაქტია, რადგან ინგლისელი ფეხბურთელი მოედანზე 708 დღის შემდეგ პირველად გავიდა. ჯონსს ბოლოს 2020 წლის 26 იანვარს, ინგლისის თასზე „ტრანმერის“ წინააღმდეგ ჰქონდა ნათამაშები.

ფილ ჯონსს თამაშის შანსი მას მერე მიეცა, რაც სხვადასხვა მიზეზთა გამო „მანჩესტერს“ ცენტრალური მცველები, ვიქტორ ლინდელოფი, ერიკ ბაი და ჰარი მაგუაირი გამოაკლდა.

0.115193