ფეხბურთი

17:43 | 3.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტორესი: "ბარსელონაში" გადასვლით ოცნება ავიხდინე და მისი წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ"

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველმა ფერან ტორესმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს კლუბი ისეთ სიმაღლეზე დააბრუნოს, რომელსაც „ბარსა“ იმსახურებს.

„ბარსელონაში“ გადასვლაა ჩემი ოცნებაა, ვიცით, როგორი კლუბია ეს გუნდი, ვიცი მისი სიდიადე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ „ბარსელონა“ იქამდე მივიყვანო, რა დონესაც იმსახუფრებს. სათამაშოდ მზად ვარ, ტრავმა პრაქტიკულად გამოვჯანმრთელდი. ვიმედოვნებ, რომ მალე შევძლებ „ბარსელონას“ გულშემატკივრების წინაშე თამაშს“, - თქვა ფერან ტორესმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ ფერან ტორესი „მანჩესტერ სიტიდან“ 55 მილიონ ევროდ დაიმატა და მას კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116144