ფეხბურთი

15:30 | 3.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ნინუამ "ანორთოსისი" დატოვა

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ნიკა ნინუას დაემშვიდობა. მხარეებს შორის არსებული საიჯარო კონტრაქტი გაწყდა.

როგორც კვიპროსული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, კონტრაქტი გაწყდა, 22 წლის ფეხბურთელს კი მადლობა გადაუხადეს და სამომავლო კარიერაში წარმატებები უსურვეს.

შეგახსენებთ, ნიკა ნინუა „ანორთოსისს“ სალონიკის პაოკ-იდან იჯარით შეუერთდა და მიმდინარე სეზონში სამი უგოლო თამაში ჩაატარა. 22 წლის ნახევარმცველი სეზონის მეორე ნახევარს ბერძნულ გუნდში გაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113453