„პარმას“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა რამდენიმე დღის წინანდელ ინტერვიუში თქვა, რომ „იუვენტუსმა“ კრიშტიანუ რონალდუს მისვლით საკუთარი დნმ დაკარგა. ამჯერად კი, ჯიჯიმ ეს კომენტარი განმარტა და აღნიშნა, თუ რას გულისხმობდა დნმ-ს დაკარგვაში.
„ეს იმიტომ ვთქვი, რომ ასე ვფიქრობ: ეს აშკარად არ არის კრიშტიანუს ბრალი, რადგან როცა ამ კალიბრის მოთამაშესთან გიწევს თამაში, იცი, რას შეიძლება დაუპირისპირდე. აუციელებლია იმის გაგება, მზად არიან თუ არა დანარჩენები. ჩემი აზრით, ბევრი მოთამაშე არ იყო მზად გარკვეული ტიპის გამოცდილების გაზიარებისთვის. გინდა თუ არ გინდა, კრიშტიანუს გავლენას გრძნობ. ეს არ უნდა მოხდეს, განსაკუთრებით ისეთ რეალობაში, როგორშიც კრიშტიანუ იყო. როცა დავბრუნდი, დავინახე, რომ რაღაც განსხვავებული იყო, მსგავსი რამ მანამდე „იუვეში“ არ მახსენდება.
დიბალა? ის ნამდვილად არის ტექნიკური ლიდერი, „იუვეს“ საუკეთესო ფეხბურთელი. პაულოს ბოლო ორ სეზონში ტრავმების გამო ბევრი გაუცდა. როდესაც სტაბილურობას მიაღწევს, „იუვეს“ ნამდვილ ლიდერად იქცევა“, - თქვა ბუფონმა.