ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ყოფილმა ფეხბურთელმა გაბრიელ აგბონლაჰორმა კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა. როგორც მან განაცხადა, ის „მანჩესტერის“ ახალგაზრდა ფეხბურთელებს განვითარებაში ხელს უშლის, გუნდური მოთამაშე არაა და მხოლოდ საკუთარ მიზნებზე ფიქრობს.
„ის არ არის გუნდური მოთამაშე, ორიენტირებულია თავის მიზნებზე. „ნიუკასლის“ წინააღმდეგ მოედანზე დაძაბული იყო, ყოველ ჯერზე ხელს წევდა, როცა მისი თანაგუნდელები ბურთის მოპოვებას ახერხებდნენ, მერე კი თამაშის ბოლოს მოედანი ჩაბნელებული სახით დატოვა და მგონია, რომ გასახდელში ბევრს იწუწუნებდა.
გასახდელში ჰარმონია არ არის. რაშფორდმა და გრინვუდმა რონალდუს მოსვლის შემდეგ მოუკლეს, ისინი არ არიან თავისუფლები, რათა საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ, თითქოს გამუდმებით იმაზე ფიქრობენ, რომ პასი რონალდუს მისცენ და მომენტები შეუქმნან, ინდივიდუალურობა კი დაკარგეს. „მანჩესტერმა“ სეზონში საუკეთესო თამაში „ჩელსისთან“ ჩაატარა, როცა კრიშტიანუ სათადარიგო სკამზე იყო“, - თქვა აგბონლაჰორმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ ყველა ტურნირზე 18 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა (7 პრემიერლიგაში და 6 ჩემპიონთა ლიგაზე).