ფეხბურთი

21:31 | 30.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტისთვის "ბარსელონა" და "ჩელსი" იბრძვიან

„იუვენტუსის“ მცველმა მატის დე ლიხტმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა გუნდი შეიცვალოს. ფეხბურთელის მომსახურებით ესპანური „ბარსელონა“ და ინგლისური „ჩელსი“ არიან დაინტერესებული. ამის შესახებ football-italia იუწყება.

ნიდერლანდელი"ბებერი ქალბატონის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა, ის ყოველწლიურად 8 მილიონ ევროს და პლუს 4 მილიონ ევროს ბონუსებით გამოიმუშავებს. დე ლიხტის გამოსასყიდი კომპენსაცია 2022 წლის ზაფხულიდან 125 მილიონი ევრო იქნება.

22 წლის დე ლიხტი იტალიურ გუნდს 2019 წლის ზაფხულში „აიაქსიდან“ 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ნიდერლანდელმა მცველმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 15 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

ფეხბურთელს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2024 წელს ეწურება. Transfermarkt დე ლიხტის საბაზრო ღირებულებას 70 მილიონ ევროდ აფასებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107967