ფეხბურთი

22:00 | 29.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" შესაძლოა ემერსონი "ლიონიდან" დააბრუნოს

იტალიის ეროვნული ნაკრების და "ლიონის" მარცხენა გარმარბი ემერსონი შესაძლოა ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნდეს. როგორც Goal-ი იუწყება, "არისტოკრატების" ხელმძღვანელობა ბენ ჩილუელის მძიმე ტრავმის შემდეგ ემერსონის დაბრუნებას განიხილავს.

ემერსონი "ჩელსიმ" 2021 წლის ზაფხულში "ლიონში" ერთწლიანი იჯარის წესით გაუშვა და ამ გარიგებაში ნახევარი მილიონიც მიიღო. ჯერჯერობით უცნობია იჯარის ნაადრევად დარღვევის გამო, ლონდონელები რა ფასის გადახდა მოუწევთ. მიმდინარე სეზონში წარმოშობით ბრაზილიელმა გარემარბმა ფრანგული გუნდის მაისურით ჩატარებულ 19 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109897