"სევილიამ" "მანჩესტერ იუნაიტედს" ანტონი მარსიალის იჯარასთან დაკავშირებით მიმართა, თუმცა ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერზე უარი განაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-მა გაავრცელა.
როგორც ირკვევა ანდალუსიელებმა მანჩესტერელებს ფეხბურთელის ხელფასის (კვირაში 150,000 გირვანქა სტერლინგი) ნახევარის გადახდა შესთავაზეს, რაც ინგლისელებისთვის მიურებლი აღმოჩნდა. ასევე, ფრანგი ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდი ტანხა არ იქნეოდა ჩადებული და არც იჯარაში გადაიხდიდნენ ესპანელები ფულს.
ანტონიმ მიმიდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მოედანზე საშუალოდ 36 წუთს ატარებს და თავი ერთი გოლით გამოიჩინა.