„რეალ სოსიედადი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველით, ხუან მატათი დაინტერესდა - გვამცნობს The Sun.
ესპანური კლუბი ეცდება 33 წლის ფეხბურთელის უფასოდ ხელში ჩაგდებას, რადგან „მანჩესტერი“ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს.
მიმდინარე სეზონში მატამ „იუნაიტედის“ მაისურით 3 მატჩი გამართა და თავი არაფრით გამოუჩენია. კლუბთან მის არსებულ კონტრაქტს ვადა 2022 წლის ივნისში ეწურება.