ფეხბურთი

10:51 | 29.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონტემ „ტოტენჰემის“ პრემიერლიგური რეკორდი დაამყარა

იტალიელმა სპეციალისტმა, ანტონიო კონტემ. „ტოტენჰემის“ რეკორდი დაამყარა ინგლისის ჩემპიონატში - ვკითხულობთ პრემიერლიგის ტვიტერში.

კონტე პირველი მწვრთნელი გახდა „ტოტენჰემის“ ისტორიაში, რომელმაც კლუბში მისვლის შემდეგ პირველი შვიდი მატჩი არ წააგო (ოთხი მოგება, სამი ფრე).

პრემიერლიგის მე-20 ტურში, 28 დეკემბერს, „დეზები“ „საუთჰემპტონს“ეწვივნენ და 1:1 ითამაშეს.

კონტე ჩრდილოლონდონელთა თავკაცი 2021 წლის ნოემბერში გახდა.

0.114681