ფეხბურთი

23:57 | 28.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერან ტორესი: "ბარსელონაში" ტრანსფერი ჩემთვის უზარმაზარი ნაბიჯია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ფერან ტორესმა „ბლაუგრანას“ ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ძალიან ბედნიერია და ეს მის კარიერაში უზარმაზარი ნაბიჯია.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ „ბარსას“ შევუერთდი. იმედი მაქვს, გავაგრძელებ ზრდას, როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება, მინდა გუნდს დავეხმარო, რომ მსოფლიოში მოწინავე ისევ გახდეს. ეს ჩემს კარიერაში უზარმაზარი ნაბიჯია. ჩავის საოცარი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, როგორც მწვრთნელი კი ახლა იწყებს თავგადასავალს, მაგრამ უკვე შესანიშნავია, ამიტომ ზრდასა განვითარებაში დამეხმარება.

შემიძლია გუნდს შეტევაში მრავალფეროვნება შევმატო, რადგან შეტევის სამივე პოზიციაზე თამაში შემიძლია. მინდა, გუნდს გოლებით და საგოლე პასებით დავეხმარო“, - თქვა ფერანმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ ფერან ტორესის სანაცვლოდ „მანჩესტერ სიტის“ 55 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც ბონუსის სახით 10 მილიონი ევრო დაემატება. მან კატალონურ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. 21 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116649