დიეგო არმანდო მარადონას უმცროსი ძმა, უგო 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. არგენტინელის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა და მან სიცოცხლე საკუთარ სახლში ნეაპოლის პროვინციაში დაასრულა.
უგო მარადონაც ფეხბურთელი იყო, თუმცა შედარებით წარუმატებელი კარიერა ჰქონდა. ის „ნაპოლიმ“ 18 წლის ასაკში შეიძინა, მაგრამ მოლოდინი ვერ გაამართლა. უგომ „არხენტინოს ხუნიორსში“, „ასკოლიში“, „რაიო ვალეკანოში“, ვენის „რაპიდში“ და „საპოროში“ ითამაშა, არგენტინის 16-წლამდე ნაკრებში კი 11 თამაშში 4 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ დიეგო მარადონაც გულის შეტევით გარდაიცვალა.