ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ფერან ტორესი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ტორესმა „ბარსასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა, გარიგების ღირებულებამ კი 55 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც ბონუსის სახით 10 მილიონი ევრო დაემატება.
ფერან ტორესი „მანჩესტერ სიტიში“ 2020 წლიდან თამაშობდა, როდესაც ინგლისელებმა „ვალენსიადან“ 37 მილიონ ევროდ შეიძინეს და მას შემდეგ 43 მატჩში 16 გოლი გაიტანა. მას ესპანეთის ნაკრებში 22-ჯერ აქვს ნათამაშები და 12 გოლი გაიტანა, მათ შორის, ორჯერ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ.
21 ესპანელ შემტევს „კამპ ნოუზე“ 3 იანვარს წარადგენენ, მისი დებიუტი კი შესაძლოა 5 იანვარს, ესპანეთის თასზე „ლინარეს დეპორტივოსთან“ შედგეს. აქვე გეტყვით, რომ ტორესის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.