კიევის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ, უკრაინის ჩემპიონატის 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს - გვამცნობს უკრაინის პრემიერლიგის ოფიციალური ვებ გვერდი.
გადაწყვეტილება სრულიად უკრაინის ფეხბურთის მწვრთნელთა გაერთიანებამ მიიღო. წლეულს 76 წლის რუმინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით კიევის „დინამომ“ ქვეყნის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.
უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელთა ხუთეული კი ასე გამოიყურება:
- მირჩა ლუჩესკუ („დინამო“ კიევი) – 4,5 ქულა
- ვიკტორ სკრიპნიკი („ზორია“) – 4,34
- იგორ იოვიჩევიჩი („დნიპრო 1“) – 4,3
- ლუიშ კაშტრუ (შახტარი“) – 4,22
- რობერტო დე ძერბი („შახტარი“) – 4,2