ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში ასპარეზობს.
ჯობავა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ მაგნუს კარლსენს დაუპირისპირდა და უძლიერეს მეტოქესთან ყაიმს გამორჩა. შეხვედრა ყაიმით 68-ე სვლაზე დასრულდა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე 6 ტური მიილია და ჯობავას 5 ქულა აქვს, ისევე როგორც კარლსენს. წინ კიდევ 7 ტურია დარჩენილი, ასპარეზობა 28 დეკემბერს უნდა დასრულდეს.