ფეხბურთი

18:43 | 27.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექემი სუარესს უხმობს

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, კარიერა, შესაძლოა, აშშ-ში გააგრძელოს. MLS-ის „ინტერ მაიამი,“ რომლის თანაფლობელი ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, დევიდ ბექემია, 34 წლის ურუგვაელს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს - გვამცნობს ჟურნალისტი ეკრემ კონური.

ამერიკული კლუბის ხელმძღვანელებს სუარესის გადაბირების იმედი აქვთ, რადგან მას მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისში უმთავრდება.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში სუარესმა „ატლეტიკოს“ მაისურით 24 მატჩში ითამაშა, 8 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა. პორტალი Transfermarkt მის სატრანსფერო ღირებულებას 15 მილიონ ევროდ აფასებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113105