ფეხბურთი

0:22 | 27.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერან ტორესი ბარსელონაში ჩავიდა

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ფერან ტორესი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი უკვე საბოლოოდ გადაწყდა.

ესპანელი ფეხბურთელი ბარსელონაში აგენტებთან ერთად ჩავიდა, სადაც 27 დეკემბერს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ 5-წლიან კონტრაქტს ხელს მოაწერს. „ბარსა“ ტრანსფერს უახლოეს საათებში ოფიციალურად დაადასტურებს.

ცნობილია, რომ გარიგების საფასურმა 55 მილიონი ევრო შეადგინა, თუმცა ამას ბონუსების სახით 10 მილიონი ევროც დაემატება.

ფერან ტორესი „მანჩესტერ სიტიში“ 2020 წლის ზაფხულში „ვალენსიადან“ გადავიდა. მას შემდეგ, მან „ქალაქელთა“ ღირსება 43-ჯერ დაიცვა და მეტოქეთა კარში 16 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143944