ფეხბურთი

17:32 | 26.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ „ბარსელონას“ ჰოლანდს შეეცილება

„მანჩესტერ სიტი“ „ბარსელონას“ მთავარი კონკურენტი გახდა დორტმუნდის „ბორუსიის“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის საკითხში - გვამცნობს Diario Sport.

წყაროს ინფორმაციით, მანჩესტერული კლუბი ყველა ღონეს იხმარს 21 წლის ნორვეგიელის ხელში ჩასაგდებად, რადგან „ტოტენჰემს“ ჰარი კეინის გადასვლის თაობაზე ვერ მოელაპარაკა.

თავის მხრივ, ჭაბუკ ნორვეგიელს კატალონიური კლუბიც ესაუბრება.

თუმცა, „ქალაქელებს“ ნორვეგიელის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონიათ, მაგრამ არ ჩაქრობენ, რადგან უნდათ გაერკვენენ, რამდენი იქნება საბოლოო სატრანსფერო თანხა. ანუ, სავარაუდოდ, გარიგება სეზონის ბოლოს, ზაფხულში მოხდება.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა „ბორუსიის“ მაისურით 16 მატჩში 19 ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი შეასრულა. ჩრდილო რაინვესტფალენიურ კლუბთან მის არსებულ კონტრაქტს კი ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.

0.120168