ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "ლიდს იუნაიტედის" შემტევი რაფინია კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს. როგორც TNT Sports Brasil-ი იუწყება, ფეხბურთელის სანაცვლოდ გერმანელები 50 მილიონ ევროს გადაიხდიან და რაფინია გუნდს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდება.
აღნიშნული თანხიდან 1.5 მილიონ ევროს რაფინიას მშობლიური კლუბი "ავაი" მიიღებს, სადაც მან კარიერა დაიწყო. აღნიშნული გუნდის შემდეგ, ბრაზილიელი "გიმარაეშში", "სპორტინგსა" და "რენიში" თამაშობდა. "ლიდს" სამხრეტამერიკელი 2020 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 47 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.