მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი, ლუის სუარესი, შესაძლოა, ბრაზილიურ „კორინთიანსში“ გადავიდეს - გვამცნობს UOL. ამასთან, სამხრეამერიკული კლუბი ფასის დაწევას ეცდება, რადგან ურუგველს მადრიდელებთან კონტრაქტი უკვე მოიმავალ ზაფხულს უმთავრდება. „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობა კი ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე ჯერჯერობით არაფერს ამბობს.
სუარესი „ატლეტიკოში“ შარშან სექტემბერში გადავიდა „ბარსელონადან.“