ფეხბურთი

20:12 | 24.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგი - „ბარსელონა,“ „სევილია,“ „კადისი“

„ბარსელოინას“ თავდამსხმელი, ლუკ დე იონგი, რომელიც ამჟამად იჯარის წესით „სევილიაში“ თამაშობს, შესაძლოა, სხვა გუნდში გადავიდეს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ანდალუზიურმა კლუბმა დააკმაყოფილა კატალონიელების თხოვნა იჯარის ნაადრევად დასრულების შესახებ. წესით, დე იონგი „სევილიაში“ 2022 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩენილიყო.

წყაროს ინფორმაციით, 31 წლის შემტევი ახლა „კადისში“ ითამაშებს სეზონის ბოლომდე, ასევე ოჯარის წესით. სამივე კლუბმა უკვე მოილაპოარაკა, ახლა დე იონგის თამხმობაა საჭირო.

ნიდერლანდელს მაღალი ხელფასი არ აქვს, მაგრამ იჯარა გარკვეულ თანხას დააზოგვინებს „ბარსელონას,“ რომელსაც „მანჩსტერ სიტიდან“ ფერან ტორესის საყიდელ თანხას დაამატებენ.

0.10609