მილანის „ინტერმა“ ფედერიკო დიმარკოს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. 24 წლის იტალიელ მცველს ძველი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა, მაგრამ ის 5 წლით განახლდა.
შესაბამისად, დიმარკო მშობლიურ გუნდში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება. მხარეებს შეთანხმების მიღწევა არ გასჭირვებიათ, რადგან დიმარკო მილანურ გრანდის გულშემატკივარია და იქ გაიზარდა.
სხვადასხვა პერიოდში დიმარკო იჯარით „ასკოლიში“, „ემპოლიში“, შვეიცარიულ „სიონში“, „პარმასა“ და „ვერონაში“ თამაშობდა. მიმდინარე სეზონში მარკომ „ინტერის“ მაისურით ყველა ტუნრირზე 24 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.