ფეხბურთი

18:15 | 23.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ფერან ტორესი ახლოსაა "ბარსელონაში" გადასვლასთან"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ "ბარსელონა" "ქალაქელების" ნახევარმცველის ფერან ტორესის შეძენასთან ახლოსაა .

"იანვარში თავდამსხმელის ყიდვას არ ვაპირებთ. ფერან ტორესი და „ბარსელონა“? ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ არის. ვიცი, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, სულ ეს არის. როდესაც კლუბი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს, მაშინ ყველაფერი ცნობილი გახდება. „სიტი“ განსხვავებულად იქცევა იმ კლუბებისგან, რომლებიც ფეხბურთელებს არ უშვებენ, როცა წასვლა უნდათ. მოთამაშე თუ ფიქრობს, რომ სხვაგან უფრო ბედნიერი იქნება, ის უნდა გაუშვა“, - თქვა გვარდიოლამ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მხარეები ტრანსფერზე 55 მილიონი ევროსა და პლუს 10 მილიონი ევროს ბონუსით შეთანხმდნენ.

ფერან ტორესი „მანჩესტერ სიტიში“ 2020 წლის აგვისტოდან თამაშობს და „ვალენსიას“ შეუერთდა 28 მილიონი ევროს სანაცვლოდ. მიმდინარე სეზონში ესპანელმა ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელს კონტრაქტი 2025 წელს ეწურება, Transfermarkt ტორესს 50 მილიონ ევროდ აფასებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127268