ფეხბურთი

12:24 | 23.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მალდინი: „მილანმა“ მაღალი შედეგების ჩვენება უფრო მალე დაიწყო, ვიდრე ველოდით“

„მილანის“ ლეგენდამ, ამჟამად კი კლუბის ერთ-ერთმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ, ჟურნალისტებს გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებებზე ესაუბრა.

„გარანტია არ გვქონდა, რომ წარმატებას მივაღწევდით, მაგრამ „მილანმა“ მაღალი შედეგების ჩვენება უფრო მალე დაიწყო, ვიდრე ველოდით. ვცდილობთ ფეხბურთელებს ავუხსნათ ჩვენი ფილოსოფია. დიდი ისტორია გვაქვს და გულშემატკივრები ყოველთვის მეტს ელიან ჩვენგან. თუმცა ლიდერებში დასამკვიდრებლად კიდევ ბევრი მუშაობა მოგვიწევს.

ბერლუსკონის დროს მსოფლიოში საუკეთესო გუნდი გვყავდა, მაგრამ ახლა უნდა დავივიწყოთ ის წარმატებები და ახალი ისტორია შევქმნათ.“ - ციტირებს მალდინის სიტყვებს Calciomercato.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115534