ფეხბურთი

2:17 | 23.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

3 მატჩი და 1 გაძევება: სერხიო რამოსის პირველი წითელი ბარაი პსჟ-ში (+VIDEO)

სერხიო რამოსის ფრანგული კარიერა იდეალურად ნამდვილად არ მიმდინარეობს. სეზონის ნახევარი უკვე მიილია და ესპანელი მცველის აქტივში „პარი სენ ჟერმენში“ მხოლოდ 3 მატჩია.

ლიგა 1-ის მორიგ ტურში „ლორიენთან“ სერხიომ საერთოდაც წითელი ბარათი მიიღო. რამოსი მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ მეორე ტაიმიც საკმარისი გამოდგა, რომ ორი ყვითელი ბარათი მიეღო და 86-ე წუთზე მოედანი იძულებით დაეტოვებინა.

რამოსის კარიერაში ეს 27-ე წითელი ბარათია, პსჟ-ს რიგებში კი პირველი. 35 წლის ფეხბურთელს სეზონის განვლილი ნაწილი ტრავმების გამო გაუცდა, ახლა მომდევნო შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო მოიხდის.

აქვე გეტყვით, რომ „პარი სენ ჟერმენი“ „ლორიენის“ წინააღმდეგ მარცხთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ქულა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მაურო იკარდის გოლით მოიპოვა (1:1). მაურისიო პოჩეტინო პირველი წრის შემდეგ ლიგა 1-ში დამაჯერებლად ლიდერობს, 13 ქულით უსწრებს "ნიცასა" და "მარსელს".

0.114171