ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" შემტევმა ფილიპე კოუტინიომ შესაძლოა კარიერა ლივერპულის "ევერტონში" გააგრძელოს. როგორც Mundo Deportivo იუწყება, ინგლისელებს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეტევის ხაზის გაძლიერება სურთ და მზად არიან კოუტინიო დაიმატონ.
სამხრეთამერიკელ მოთამაშეს "ბარსელონაში" თამაში არ მისდის და დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს. რონალდ კუმანის წასვლის შემდეგ, ჩავი ერნანდესმაც არ მისცა ფილიპე სრული სათამაშო დრო. ფილიპე "ლივერპულში" წლების განმავლობაში თამაშობდა და პრემიერლიგის სათამაშო სტილი კარგად იცის.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მოედანზე საშუალოდ 38 წუთს ატარებს და ამ დროის განმავლობაში ორი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა.