მადრიდის „რეალის“ მცველი დავიდ ალაბა ავსტრიის 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
29 წლის მოთამაშემ 44 ქულა დააგროვა და ყველას აჯობა. ალაბა ავსტრიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად მერვედ დაასახელეს, რაც რეკორდია.
შეგახსენებთ, დავიდ ალაბამ მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.