ფეხბურთი

14:19 | 22.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილს უნგრული და პოლონური კლუბები იწვევენ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ახალ გუნდში გადავიდეს.

უნგრული მედიის ცნობით, 21 წლის შემტევით „ფეჰერვარია“ დაინტერესებულია, რომელსაც მისი დამატება იჯარით სურს. უნგრულმა კლუბმა ადგილობრივ მედიასთან ამ თემაზე კომენტირებისგან თავი შეიკავა. „ფეჰერვარში“ მოგეხსენებათ, ბუდუ ზივზივაძე თამაშობს.

გარდა ამისა, პოლონურ პრესაში წერენ კრაკოვის „ვისლას“ ინტერესზეც, მაგრამ ჯერჯერობით სხვა დეტალური ცნობა არ ვრცელდება. მანამდე კი ისიც დაიწერა, რომ წიტაიშვილის გადაბირება ბრატისლავის „სლოვანში“ ვლადიმირ ვაისს სურს.

გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ საკუთრებაშია და მიმდინარე სეზონში იჯარით ოდესის „ჩერნომორეცის“ ღირსებას იცავს, რომლის მაისურით უკრაინის ჩემპიონატში ერთი გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.157652