ფეხბურთი

12:34 | 22.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" და "ინტერმა" ახალი სტადიონის პროექტი წარადგინეს

იტალიურმა გრანდებმა "მილანმა" და "ინტერმა" ერთობლივად განაცხადეს, რომ კლუბის ახალ სტადიონს - ამერიკული არქიტექტურული ფირმა Populous, ლონდონური EMEA-ს მხარდაჭერით დააპროექტებს.

სტადიონის საბოლოო დიზაინი, სახელწოდებით "La Cattedrale" 2022 წელს იქნება წარმოდგენილი, ხოლო ახალი არენის მშენებლობის საბოლოო დოკუმენტები სულ მალე გახდება ცნობილი.

სტადიონის ახალი დიზაინი შთაგონებულია ორი ცნობილი შენობით - მილანის საკათედრო ტაძარი და ვიტორიო ემანუელე II-ის გალერეათი.

შეგახსენებთ, რომ "სან სიროს" სტადიონი, რომელზეც ორივე მილანური კლუბი ამ დრომდე ასპარეზობს, 1926 წლის სექტემბერში გაიხსნა. მოგვიანებით კი მას "ჯუზეპე მეაცა" უწოდეს.

0.129654