„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „სევილიასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ შედეგით არა, რადგან ფიქრობს, რომ „ბლაუგრანა“ გამარჯვებას იმსახურებდა.
„ბარსამ“ ორი ქულა დაკარგა. გამარჯვება დავიმსახურეთ და ძალიან კარგად ვითამაშეთ. გუნდი იზრდება და უკეთესი ხდება მრავალი ასპექტით. არ გაგვიმართლა გავის თავურის დროს, დემბელეს ძელის მომენტში. სტრატეგიულად „სევილია“ „ბარსაზე“ წინაა, რაღაც მოსამატებელი გვაქვს. თამაშის ხარისხზე შთაბეჭდილება კარგია, მაგრამ სამი ქულის მოპოვება იყო საჭირო. ვეცდებით, ეს ახალი წლის შემდეგ გავაკეთოთ.
ნამდვილად მიჭირს იმასთან შეგუება, რომ ვერ მოვიგეთ, დაძინება გამიჭირდება. ვფიქრობ, ეს არის „ბარსელონა“, რომლის ნახვაც ხალხს სურს. ძალიან კარგი საგოლე მომენტები გვქონდა, გუნდმა კარგად ითამაშა და სწორ გზაზე ვართ“, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ 18 ტურში 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში „ვალენსიასთან“ ერთად მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფს, თუმცა, ოთხეულს მხოლოდ 2 ქულითაა დაშორებული.