ფეხბურთი

20:41 | 21.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო გოდინი და მარტინ კასერესი იანვარში "კალიარის" დატოვებენ

ურუგვაის ნაკრების კაპიტანი დიეგო გოდინი იანვარში „კალიარის“ დატოვებს. ეს ინფორმაცია ვეტერანმა მცველმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად თავად დაადასტურა.

სერია A-ს მე-18 ტურში „უდინეზესთან“ მარცხის (0:4) შემდეგ სარდინიელთა სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ დიეგო გოდინი და მარტინ კასერესი კლუბის მაისურის ტარების ღირსები არ იყვნენ. ამ თემაზე კომენტარი გოდინმა გააკეთა.

"მივიღე გადაწყვეტილება. მე და მარტინი აღარ ვიქნებით კლუბში. 10 დღეში დავტოვებთ „კალიარის“ და შევძლებთ უფრო დეტალურად გითხრათ ყველაფერი, რაც მოხდა. არც მე და არც კასერესს არ გამოგვიჩენია უპატივცემულობა კლუბის მიმართ. ახლა გუნდი რთულ სიტუაციაშია - ეს მდგომარეობა წლებია გრძელდება“, - თქვა დიეგომ.

დიეგო გოდინი „კალიარიში“ 2020 წლიდან თამაშობს და 40 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მარტინ კასერესმა მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან მხოლოდ ექვს თამაშში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ „კალიარი“ 10 ქულით 18 ტურის შემდეგ მე-19 ადგილზეა.

0.115207