უახლოეს ხანში „ტოტენჰემის“ ნახევარმცველმა, დელე ალიმ, შესაძლოა, კლუბი გამოიცავლოს. მისით „ვესტ ჰემი“ დაინტერესებულა - გვამცნობს Eurosport.
წყაროს ინფორმაციით, 25 წლის ნახევარმცველი არ შედის „დეზების“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გეგმებში. „ვესტ ჰემს“ კი მისი გადაბირება მოუნდომებია.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ როგორ ითამაშა მან პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩში „ლივერპულის“ წინააღმდეგ (2:2), შესაძლოა, კონტემ აზრიც შეიცვალოს.
დელე ალი მერსისაიდელთა წინააღმდეგ შეუჩერებელი გახლდათ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში.