ფეხბურთი

12:26 | 21.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „ბარსელონას“ კარგი მწვრთნელი ჰყავს“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებს „ბარსელონას“ ახალ დამრიგებელზე, ჩავი ერნანდესზე გაუზიარა თავისი აზრი.

„ბარსელონას“ ახლა რთული, თაობათა ცვლის პერიოდი უდგას. მაგრამ საჭიროა სიძნელეები ეტაპობრივად დაძლიონ და უკეთესი მომავლის იმედი ჰქონდეთ.

ამჟამად კლუბს სოლიდური დირექტორთა საბჭო და კარგი მწვრთნელი ჰყავს. ჩავის ჯერ არ შევხვედრივარ სასაუბროდ, მაგრამ კარგად ვიცნობ, ვიცი, რომ ძალიან უყვარს „ბარსელონა“ და შეძლებს წარმატებით მუშაობას.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს sport.es.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063542