ფეხბურთი

18:58 | 20.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ედინსონ კავანიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი შეათანხმა

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ედინსონ კავანი უახლოეს მომავალში "ბარსელონას" თავდამსხმელი გახდება. ესპანურმა გუნდმა ფეხბურთელთან 1.5-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. ამის შესახებ Sport-ი იტყობინება.

34 წლის კავანი „ბარსელონასთან კონტრაქტს“ იანვრის დასაწყისში მოაწერს ხელს. ახლა ურუგვაელი ფორვარდი ინგლისურ კლუბთან ხელშეკრულების გაწყვეტას ელოდება. „ბარსა“ სხვა ფორვარდების ვარიანტებსაც განიხილავდა, მაგრამ არჩევანი კავანიზე გააკეთა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ურუგვაელიც დაინტერესებული იყო ტრანსფერით და ასევე დათანხმდა კლუბში პირველი ექვსი თვის ხელფასის შემცირებას, რათა „ბარსელონამ“ შეძლოს ესპანეთის ჩემპიონატში არსებული სახელფასო ჭერის დაკმაყოფილება.

კავანი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი 2020 წლის შემოდგომაზე გახდა. ურუგვაელმა ამ სეზონში პრემიერლიგის ხუთ მატჩში ერთი გოლი გაიტანა. კავანის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116059