ესპანეთის ლიგა ენდესას მე-14 ტურში თად მაკფადენის „მურსიამ“ მადრიდის „რეალთან“ საკუთარ მოედანზე 71:80 წააგო. მადრიდელებმა პირველივე ტაიმში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც ხელიდან აღარ გაუშვიათ.
მაკფადენმა 24:45 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. თადმა 3 ორქულიანი ააცილა, 6-დან 3 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 6-ს გაუტოლდა.
„მურსია“ 8 გამარჯვებით და 6 მარცხით სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი, 27 დეკემბერს, „გრან კანარიას“ სტუმრად დაუპირისპირდება.