„გრანადას“ თავდამსხმელი ხორხე მოლინა ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა. მან მე-18 ტურში „მალიორკასთან“ 3 გოლი გაიტანა და ლა ლიგის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, ვინც ეს გააკეთა.
მოლინამ ლა ლიგაში ჰეთ-თრიქი 39 წლისა და 241 დღის ასაკში შეასრულა და რეკორდის ავტორი გახდა.
მიმდინარე სეზონში ესპანელ ფეხბურთელს ლა ლიგაში ჩატარებულ 15 თამაშში 6 გოლი აქვს გატანილი. ის „გრანადაში“ 2020 წლიდან თამაშობს, მანამდე კი „ელჩეს“, „ხეტაფესა“ და „ბეტისის“ რიგებში ირჯებოდა.