სხვა

23:46 | 18.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სოფია გოჯამ ზედიზედ მეშვიდე დაშვება მოიგო

იტალიელმა სოფია გოჯამ, საფრანგეთის ვალ დ’იზერში, მსოფლიო თასის დაშვების ზედიზედ მეშვიდე რბოლა მოიგო. ამერიკელმა ბრიიზი ჯონსონმა კი პეკინის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.

გოჯას შანსი აქვს, გახდეს მეორე სამთო მოთხილამურე, ვინც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლებს დაშვების რბოლის მოგებას. გოჯამ 0.27 წამით აჯობა ჯონსონს, მესამე ადგილი კი ავსტრიელმა მირიამ პუხნერმა დაიკავა.

ბოლო 40 წელიწადში, ზედიზედ მოგებული დაშვების რბოლების რიცხვით, გოჯა ამერიკელებთან, ლინდსი ვონთან და პიკაბო სტრიტთან თანაბრად იყო. სხვათა შორის, ამ შვიდ გამარჯვებას შორის, გოჯას წყვეტა ჰქონდა - ორი რბოლა მსოფლიო თასზე გამოტოვა, ერთხელ კი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზა. ამ გაცდენების მიზეზი კი მარჯვენა მუხლის მძიმე ტრავმა იყო.

ზედიზედ ამაზე მეტი დაშვება, ავსტრიელ ლეგენდას, ანემარი მოზერ-პრიოლს მოგებული, ვინც 1970-იან წლებში, ზედიზედ 11 რბოლის მოგება შეძლო.

რაც შეეხება 25 წლის ჯონსონს, მან ზედიზედ მესამე დაშვება დაასრულა მეორე ადგილზე და სამივეჯერ გოჯასთან წააგო. პეკინში დაშვების რბოლაში, მასთან ერთად კიდევ ერთი ამერიკელი, მიკაელა შიფრინი იასპარეზებს.

ქალ სამთო მოთხილამურეთა მორეიგი რბოლა სუპერგიგანტში, კვირას ჩატარდება.

0.114513