ფეხბურთი

21:25 | 18.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ ობამეიანგის გადაბირებას ეცდება

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, შესაძლოა, „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდეს. იტალიური კლუბის მის გადაბირებას ეცდება - გვამცნობს Tuttosport.

32 წლის გაბონელს ბოლო დროს „არსენალში“ სხვადასხვაგვარი პრობლემები მოუმრავლდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ დისციპლინური დარღვევბისთვის კაპიტნის სამკლავურიც ჩამოართვეს.

ჩანს, „იუვენტუსი“ არსებული ვითარებით სარგებლობს. ობამეინგის გარდა, ტურინელთა ინტერესის სფეროში პსჟ-ის შემტევი, მაურო იკარდიც ყოფილა.

ობამეიანგი „არსენალში“ 2018 წლიდან თამაშობს.

0.114013